რეზონანსი
26.09.2020

„თელავში, ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში გარდაცვლილ ახალგაზრდას წინასწარი ინფორმაციით, მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი არ ჰქონდა გაკეთებული", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და სხვა ყველა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ბიჭი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და სავალდებულო კარანტინს გადიოდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×