რეზონანსი
26.09.2020

ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 90 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 20 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობით და პნევმონიის ნიშნებით შეიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 216  ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 41-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 118 პაციენტი გადის, მათგან 114-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 14 პირი, საშუალო სიმძიმისაა 25.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1286-ია. გამოჯანმრთელდა 369, გარდაცვლილია 9.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×