რეზონანსი
26.09.2020

ბათუმის სამშობიარო სახლიდან ერთი ორსული თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას განცხადებით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნებოდა.

„ჩვენ პაციენტის მდგომარეობა დავასტაბილურეთ და თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ესაჭიროებოდა. საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთი პაციენტების მართვის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. მითითებაც გვაქვს, თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება ან შეიცვლება, რეფერირება უნდა განხორციელდეს თბილისში“, - განაცხადა ნუგზარ პაპავამ

ბათუმის სამშობიარო სახლში 14 კოვიდინფიცირებული ორსული რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ კლინიკაში ბოლო დღეების განმავლობაში სამი ჩვილი გაჩნდა და კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×