რეზონანსი
26.09.2020

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სელფვიდეოების გავრცელების შემდეგ უამრავი კითხვა ჩნდება, რომელსაც ბაჩალიაშვილი პასუხს თავად სცემს არსებული ხმოვანი და ვიდეოჩანაწერების საშუალებით.

თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოჩანაწერებში სამუშაო გარემოსა და თანამშრომლებთან საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს, რასაც მისი ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძეც აღნიშნავს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში.

ფსიქოლოგმა გამოძიებას დაუდასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ მწვავედ აღიქვამდა და მიიჩნევდა, რომ ჩაგრავდნენ, რაზეც პასუხის გაცემა არ შეეძლო.

ასევე გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ თამარის სამსახურში საკმაოდ არაჯანსაღი გარემო იყო და კომპანია „ზეგში“ თანამშრომლების ნაწილი ხელმძღვანელობასთან სიახლოვის გამო პრივილეგირებული იყო, რის გამოც თამარს სამსახურიდან წამოსვლა სურდა.

„თამარი მეუბნებოდა, რომ ბევრ საქმეს აკეთებინებდნენ სამსახურში, მაგრამ მივლინებაში ყოველთვის სხვებს უშვებდნენ, რის გამოც ის თვლიდა, რომ უფროსი ჩაგრავდა“, - აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

თეონა თამაზაშვილი ინტერესდება თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება თამარის ფსიქოლოგმა იმაზე, რასაც მისგან ისმენდა.

„დავაყენებ ფსიქოლოგის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ჩემს შვილს არანაირი ტესტი არ ჩაუტარა და ვერ მიხვდა, ჰქონდა თუ არა სუიციდის მცდელობა. რატომ არ გადაამისამართა ფსიქიატრთან თუკი თამარი სუიციდის მცდელობაზე ესაუბრებოდა? “, - დასძინა თეონა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, ფსიქოლოგის სამკურნალო არ არის ის ადამიანი, რომელსაც სუიციდისადმი მიდრეკილება აქვს.

საპასუხოდ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე არაფერს ამბობს, რადგან პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან გამომდინარე ყოფილ პაციენტზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლელა   (26.09.2020)
gio 100% სიმართლეა თქვენი კომენტარი

gio   (26.09.2020)
საცოდავები ხართ რეზონანსის ჟურნალისტებო. ვერ ხვდებით მკვლელობის თანამონაწილეებად რომ გაქციათ გამოძიებამ? იქნებ დაფიქრდეთ რატომ მათთვის მისაღები ჟურნალისტები მიგიწვიათ და გაჩვენათ თამარის პირადი ვიდეო და ვაი ვიშით გამოგიშვათ. არ გაგიჩნდათ კითხვა რატომ არ არიან ის ჟურნალისტები რომლებიც მათთვის არ არიან მისაღები. იქნებ იმიტომ რომ ისინი გამოძიებისთვის ისთი გამპრავებლები არ არიან როგორც თქვენ, ისე სათაურშივე გეტყობათ ეს. დაფიქრდით. ისე მარტო ფსიქოლოგის პასუხისმგებლობა კი არა გამოძიების და თქვენიც უნდა დააყენოს მშობლებმა თამუნას პირადი ვიდეოების გასაჯაროება რო დაიწყეთ. თამუნას არავის სიკვდილი არ წაუღია და ვინ იცის ხვალ ვის რა მოგელით


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×