რეზონანსი
26.09.2020

ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია , - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის პოსტს ინფექციური საავადმყოფო აქვეყნებს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას.

„ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისადა მობილობის გააქტიურების ფონზე. ნიშანდობლივია, რომ ეს მატება ყველაზე მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში, რომელსაც ზაფხულში დამსვენებელთა დიდი რაოდენობა სტუმრობდა. ანალოგიური სურათია, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, იმდენად რომ ზოგიერთ მათგანშიაქტიურად განიხილება სერიოზული შეზღუდვების ხელმეორედ შემოღება, ხოლო ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულმა ქვეყანამ- ისრაელმა ა.წ. 18 სექტემბრიდან სრული „ლოქდაუნი“ (ჩაკეტვა, კარანტინი) გამოაცხადა.

სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია. კეთდება განცხადებები, რომ „საქართველო საუბედუროდ დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს სომხურ სცენარს“?!და სხვა. გაზეთ “რეზონანსის” განცხადებით კი,„საქართველოში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა“.იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეულიკატეგორია, პასუხს თხოვს ქვეყნის ხელისუფლებას ისე, რომ არ უნდათ თვალი გაუსწორონ სინამდვილეს, თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ისინი შეუძლებელს ითხოვენ, რომ ერთი მხრივ, ქვეყანაში არ არსებობდეს COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და მეორე მხრივ, ქვეყანაში არ იყოს არანაირი შეზღუდვები და სავალდებულო რეგულაციები, განახლდეს ფრენები, ქორწილები, ქელეხები და სხვ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
იმნაძე   (27.09.2020)
თენგიზ ერთად მივცეთ ინტეევიუ ხოლმე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×