რეზონანსი
27.09.2020

შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილ სამივე პაციენტს ავარიის დღე არ ახსოვთ.

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.

"შატილის მოგზაურობის ისტორია მათი მეხსიერებიდან საერთოდ ამოვარდნილია, მაგრამ წარსული ყველაფერი ახსოვთ", — ამბობს რატიანი.

ავარიის დღე რომ არ ახსოვს ამას ერთ-ერთი გადარჩენილი ნატალია თხელიძეც ამბობს.

"ჩემი მეხსიერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით. მეტი აღარაფერი მახსოვს.

ქარი იყო, გადმოვედით და ფოტოები ძლივს გადავიღეთ, მაგრამ ასე გზა არ მახსოვს. ცუდი გზა იყო და რაღაცა, არ მახსოვს. ეგ მახსოვს, რომ ზევით ვერ ვისადილეთ და გვინდოდა წამოვსულიყავით ქვემოთ და სადმე რესტორანში შევსულიყავით",- განუცხადა ნატალიამ TV პირველს.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×