რეზონანსი
28.09.2020

გამოჯანმრთელებული თაკო ჩარკვიანი ვირუსის მიმდინარეობაზე და ექიმებზე საუბრობს და მიმართავს ყველას, ვისი ახლობელი ან ოჯახის წევრი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს:

„მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეს რთული ვირუსია და მძიმედ ასატანი. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა Covid-19-ის არსებობის, მინდა ყველას მოვუწოდო ფრთხილად იყვნენ. განსაკუთრებით კი, მსურს იმ ადამიანებს მივმართო, ვისი ოჯახის წევრი ან ახლობელი ინფექციურ საავადმყოფოში წევს და მკურნალობს, მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ამ ურთულეს ვირუსს საოცრად მართავენ ჩვენი ექიმები. ზოგადად, ვინც მიცნობს იციან, რომ მშიშარა არ ვარ და არც ზედმეტად ქება მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი.

ყველა მინდა იყოს მშვიდად, ვისი ახლობელიც ინფექციურ საავადმყოფოშია. იცოდეთ, რომ საიმედო ხელში არიან, სადაც ყურადღებას არავის აკლებენ.

მნიშვნელოვანია, საზოგადოება ყურადღებით იყოს და ჩივილების შემთხვევაში, დასაწყისშივე მიმართონ კლინიკას. შეიძლება სიკვდილიანობა დადგეს და ეს აუცილებლად უნდა გაიაზროს თითოეულმა. მიდით ექიმებამდე​ და ისინი აუცილებლად მართავენ ამ ვირუსს.

გაგიჟებული ვარ ინფექციურის მედიკოსთა გუნდით, ისინი არიან უმაგრესები, მათ მადლობა პირადად გადავუხადე და ახლაც, მადლობას ვუხდი მათ”, – ამბობს "პრაიმტაიმთან" თაკო ჩარკვიანი.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (28.09.2020)
პირვეად ვეთანხმები ჩარკვიანის მოსაზრებას .ყოჩახ გისურვებ წარმატებებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×