რეზონანსი
28.09.2020

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის დანაკარგებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და უსაფუძვლოა, ხოლო სომხეთის შეირაღებულმა ძალებმა სერიოზული დანაკარგები განიცადა- განადგურდა 22 ტანკი და სხვა სახის ჯავშანტექნიკა, 15 საზენიტო-სარაკეტო სისტემა OCA, 18 უპილოტო აპარატი და 8 საარტილერიო დანადგარი. დანაკარგმა ცოცხალ ძალაში შეადგინა 550 ადამიანი დაღპულებისა და დაჭრილების სახით. ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე განეიტრალებული იქნა სომხეთის 3 საბრძოლო მასალათა საწყობი.

აზერბაიჯანული მედიის თქმით, სოფელ თალიშის მიმართულებით ბრძოლების შედეგად მოკლული იქნა სომეხთა სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი ლერნიკ ბაბაიანი, ხოლო პირადმა შემადგენლობამრ, რომელსაც იგი სარდლობდა დიდი დანაკარგები განიცადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×