რეზონანსი
28.09.2020

ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით დაღუპული 3 ადამიანიდან 2 შემთხვევა ბათუმში დააფიქსირდა ერთი კი თბილისში. ცნობილია, რომ ბათუმში დაღუპული ორივე კაცია და ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული.

გარდაცვლილთა შორის ერთი 65 წლის პაციენტია, რომელიც „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ მკურნალობდა. იგი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ კორონავირუსის დიაგნოზით 22 სექტემბერს შეიყვანეს. პაციენტს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა.

ენდელაძის თქმითვე, ახალი ვირუსით თბილისში 57 წლის ქალი დაიღიუპა, რომელსაც თანმხლებიდაავდებები ჰქონდა.

„გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი არის აჭარაში, 65 და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისშიც გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანხმლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული სინდრომი, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ხატუნა   (28.09.2020)
ადრედაც იყო ჰაერის უკმარისობიტ იღუპებოდა ადამიანები და დიაბეტიანებიც მაგალიტად დედაჩემიც შაქარ მატარებელი იყო 7 წლის წინ გარდაიცვალა მაგრამ ეხლა რატომ ამატებთ კორონას?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×