რეზონანსი
28.09.2020

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მათგანის ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს წარმოდგენს.

მათ გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა მარტვილში მყოფ პირს, რომლის ინფიცირების წყარო თბილისია, ასევე, ფოთში მცხოვრებ სამ პირს და მათი ინფიცირების წყაროა ბათუმი.

ზუგდიდში კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა კი ასევე ადრე ინფიცირებულის კონტაქტია. 

კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრსაც. ყველა ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×