რეზონანსი
28.09.2020

ჯანდაცვის სამინისტრო უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინს შეცვლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხდა. მისი თქმით, ჯანმომ უკვე განაცხადა, რომ ვირუსის დადასტურებიდან 8 დღეში პაციენტი გადამდებად უკვე არ ითვლება, ამიტომ მოქმედი სქემა იცვლება.

„პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე. 13 დღეში იგულისხმება 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი. ამასთან ერთად, შესაძლოა საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მზად არის კლინიკურად პაციენტი ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ესეთი პაციენტებიც მე-14, მე-15 დღიდან, თუ 3 დღე არიან სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება რომ აღარ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით“, - განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×