რეზონანსი
28.09.2020

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მხარე არ უნდა იყოს და ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.

როგორც ჟურნალისტებს ლომიამ განუცხადა, თუ ქართულ მხარეს შეუძლია, რომ პროცესში ჩაერიოს და ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს ორივე მხარისთვის, მაშინ ასეთი ჩარევა საჭიროა.

„როგორც მხარე არ უნდა გამოვდიოდეთ. ჩვენი დიპლომატიის დონე უნდა იყოს გამოყენებული. რაც შეეხება კითხვას რუსეთთან დაკავშირებით, თუ მისი მხრიდან ძალადობრივი მეთოდით მოხდება დერეფანის გამოყენება, ამის წინააღმდეგი ყოველთვის გამოვალთ. არ მგონია, რომ რუსეთი ამას ვერ აცნობიერებდეს და კიდევ ერთხელ წამოვიდეს ღია კონფლიქტზე საქართველოსთან. მგონი, ეს რუსეთს ახლა არ აწყობს“, – განაცხადა ლომიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×