რეზონანსი
28.09.2020

საომარი მდგომარეობის გამო, აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში, საერთაშორისო ფრენების ნაწილი გაუქმდა, 30 სექტემბერს დაგეგმილი, ბაქო-ნახჩივანი-ბაქოს ფრენები კი შეჩერდა.

გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქოს რეისი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს უნდა შესრულებულიყო. 2 ოქტომბერს კი ბაქო-ბერლინი-ბაქოს რეისი აღარ შესრულდება.

გარდა ამისა, გაუქმდა ავიაკომპანია Fly Dubai-ს მიერ დაგეგმილი დუბაი-ბაქო-დუბაის 29 სექტემბრის, ასევე 1-ლი და 3 ოქტომბრის რეისები.

1-ელ და 4 ოქტომბერს არ შესრულდება მოსკოვი-ბაქო-მოსკოვის რეისი. გაუქმებულია 2 და 4 ოქტომბერს დაგეგმილი მინსკი-ბაქო-მინსკის რეისიც.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×