რეზონანსი
28.09.2020

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი პარტია "ქართული ოცნების" გარდა დებატებს არავისთან აპირებს. 

როგორც სამადაშვილი facebook პოსტში წერს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილია. 

"დავდივარ, დავდივარ, სოფლად თუ ქალაქად, კმაყოფილი ადამიანი, ჯერ არ შემხვედრია. ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც დაფინანსების მოლოდინში ვერ მკურნალობს; ვენახის მეპატრონე, რომელიც მოსავალს ჩალის ფასად ყიდის და ვალები ახრჩობს, მცირე ბიზნესის მფლობელი, რომელიც ფიქრობს კრიმინალებისგან როგორ დაიცვას თავი, ბედის ანაბარად მიტოვებული დევნილები, უხარისხო განათლებით შეწუხებული მშობლები...გრძელი სიაა, აღარ გავაგრძელებ ხალხის სადარდებელს. ქვას ისვრიან თუ ლოდს შეუშვერენ თავს, ოცნების საქმე წასულია. ამიტომ ძალიან სწორია ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ოცნების გარდა, არავისთან აღარ ვაგრძელებთ დებატებს. პირადად ჩვენ, ერთადერთი მოწინააღმდეგე გვყავს-ივანიშვილი, რომლის დამარცხებასაც გვთხოვს ქართველი ხალხი. სხვამ კი, თავის საქმის თავად იცის,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
tatoo   (29.09.2020)
ეს,, დედაკაცი" უფრო ჭკვიანია ვიდრე წინამდებარე პოსტების ავტორები...

გალელი   (28.09.2020)
გეთანხმებით ბ-ნო სერგო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×