რეზონანსი
28.09.2020

პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაძე კორონავირუსისგან განიკურნა. 

გედევან ფოფხაძემ სააგენტოსთან ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, მან ბოჭორიშვილის კლინიკა გუშინ დილით დატოვა.

,,მკურნალობას აღარ ვაგრძელებ, რადგან ვირუსი აღარ მაქვს. იზოლაციის ელემენტარულ წესებს მაინც ვიცავ, რადგან ეს ვირუსი კარგად შესწავლილი არ არის და შესაძლოა, თეორიული ალბათობა არსებობდეს, რომ ვირუსი ვინმეს გადავდო. სამედიცინო დოკუმენტით გადამდები აღარ ვარ. კლინიკა გუშინ დილით დავტოვე“ - განაცხადა ფოფხაძემ

ინფორმაციისთვის, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს 13 სექტემბერს დაუდასტურდა. მას ვირუსი თანაგუნდელისგან, ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×