რეზონანსი
28.09.2020

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა გაუუქმდა. მათივე ცნობით, მას საგანგებო მდგომარეობის დროს კომენდანტის საათის დარღვევა გადაუდებელი საჭიროების გამო,  კერძოდ კი – შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევდა.

“ვ.წ-ს მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობების, კერძოდ – კომენდანტის საათის დარღვევა, გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რაც უკავშირდებოდა მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 3 000-ლარიანი ქვითარი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაასაჩივრა, შემდეგ კი  დაგვიანებული პასუხისთვის  სასამართლო დავაც დაიწყო. მათივე ცნობით, შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და ჯარიმის გაუქმების შესახებ დადგენილება მიიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×