რეზონანსი
28.09.2020

„მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება ყველაფერს ავხადო ფარდა, რაც ერთი მხრივ საზოგადოებისთვის მოსასმენად იქნება მძიმე, მაგრამ ეს იქნება ეკლესიის გაჯანსაღებისთვის გადადგმული უმძიმესი ნაბიჯი", - ამ შინაარსის წერილი ციანიდის საქმეში მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ მედიას ერთი წლის წინ გაუგზავნა.დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ კი განგვიმარტა, რატომ გადაიფიქრა პატიმრობაში მყოფმა სასულიერო პირმა მამხილებელი წერილის გამოქვეყნება.

„ფარდა ყველაფერს აეხადა, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოხდებოდა ეს - იქნება ეს კორუფციული გარიგებები, თუ სქესობრივი გადახრები. ყველა ის მანკიერება, რაც საპატრიარქოში ხდება, საჯაროდ ითქვა. არ აქვს მნიშვნელობა მამა გიორგი იტყოდა ამას, მეუფე პეტრე, თუ ვინმე სხვა. თუ ამ საკითხებს განიხილავდნენ სინოდზე, მაღალიერარქების განკვეთა მოხდებოდა და არსებული მანკიერი სისტემა შეიცვლებოდა.

ადამიანი პარალიზებულია, კვირები სჭირდება რომ წერილი გამოაგზავნოს. ეს რომ გააკეთოს, შემდეგ რომელიმე მეუფე გამოვარდება მყისიერად, მაგალითად მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), იქვე უპასუხებს მედიასთან და შეეცდება გაქარწყლებას. ჩემმა ძმამ კი ამაზე კიდევ ახალი წერილი უნდა წეროს, რომლის გამოტანას და პროცედურებს ალბათ კიდევ კვირები, ან ერთი თვე დასჭირდება... ამიტომ ის ფიზიკურად ვერ სცემს პასუხს ამ ეპისკოპოსებს. გადაწყვიტა, დაელოდოს გათავისუფლებას და უშუალოდ, პირველწყაროსგან მოისმენს საზოგადოება ამ ყველაფრის დასაბუთებას და ჩემი ძმაც უკვე ღიად იტყვის თავის სათქმელს. იქნება ეს სატელევიზიო ფორმატი, თუ სინოდის ფორმატი.

შეუზღუდეს წერილების გამოგზავნის დრო და სატელეფონო ზარები. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ როცა გათავისუფლდება ყველაფერზე თავად ისაუბროს. ადრე თუ გვიან ეს მოხდება", - ამბობს თორნიკე მამალაძე.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (28.09.2020)
იმედი შენი ძმა იმასაც იტყვის თავად რასაც სცოდავდა და რეალურად ფულის საშოვნელად რომ იყო მისული ეკლესიაში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×