რეზონანსი
28.09.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგი არსებობს.

"ამ მომენტში ჩვენ სრულად ვაკონტოლებთ ფასს პურზე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე კატეგორია და მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო, რომ არ ველოდებით ფასების ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია. ხორბლის მარაგები გვაქვს მაქსიმალური, 100 ათას ტონაზე მეტია ინდუსტრიული მარაგები წისქვილებში და ამას ემატება ფერმერების ადგილობრივი წარმოება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფქვილის ფასი იყოს სტაბილური და არ ჰქონდეთ მეპურეებს პურის გაძვირების წინაპირობა",- ამბობს დავითაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

დავითაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ინდუსტრიის წარმომადგენლებს პერიოდულად ხვდება და ანალოგიური შეხვედრა მეპურეებთან და მეხორბლეებთან 2 დღეშია დაგეგმილი.

რაც შეეხება 9 სასურსათო პროდუქტის ფასის სავალუტო კურსის გავლენით ზრდისგან დაზღვევის პროგრამას, დავითაშვილი აცხადებს, რომ პროექტისთვის გამოყოფილი 10 მილიონი სრულად არ დაიხარჯა და შემორჩენილი თანხა სხვა პროექტებს მოხმარდება.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4.8%-ით გაიზარდა. ამასთან ფასების მატებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების გაძვირებამ იქონია. საქსტატის ცნობით, პური და პურპროდუქტები 9.0 პროცენტით გაძვირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
tatoo   (29.09.2020)
პურის ხარისხი როდოს გაკონტროლდებააა????


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×