რეზონანსი
28.09.2020

ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა მარნეულში. სოფელ სადახლოში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. როგორც "კურიერს" სატელეფონო ინტერვიუს დროს "ევროპული საქართველოს" მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, აჰმედ იმამყულიევმა განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იმამყულიევი მომხდარს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×