რეზონანსი
29.09.2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა ვარკეთილი მესამე მიკრორაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება.

შეხვედრისას, მოსახლეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

მათი თქმით, ვარკეთილის განაშენიანება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობის საშუალებას იძლევა.

სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით 1 სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა.

„ამ ეტაპზე 3 სკვერის და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება",- აღნიშნა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×