რეზონანსი
29.09.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსგავსი სახის პროვოკაციების მატება მოსალოდნელი იყო. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი მოქალაქეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვაფრთხილებდით საერთაშორისო პარტნიორებს, ვაწვდიდით ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტაქტიკა შეიძლებოდა ჰქონოდა რადიკალურ ოპოზიციას და რა თქმა უნდა, ოქტომბრისთვის იყო მოსალოდნელი მათი მხრიდან პროვოკაციების მატება და ამას ჩვენ ვხედავთ. განსაკუთრებით ვხედავთ, რომ არის მომატებული ასეთი პროვოკაციები რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ქვემო ქართლის ორ ოლქში, არის თბილისში კონკრეტული რაიონი, სადაც არის მომატებული პროვოკაციები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა არის, რომ მშვიდობიანი პროცესით, სამართლიანი და სწორი პროცესით მივიდეთ 31 ოქტომბრამდე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საოლქოს ადმინისტრაციის წინ, ნაციონალურ მოძრაობა აქციას მართავდა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, „ქართული ოცნების" წევრები მათთან მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საპირისპიროს ამტკიცებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×