რეზონანსი
29.09.2020

„ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. მისი თქმით, დებატების განსახილველი თემა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი იქნება, რადგან არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი "ოცნება" და ივანიშვილია.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ნუ იმალებით, გამოდით, დაგველაპარაკეთ. ეკონომიკა არის ღრმა კრიზისში და ეს მდგომარეობა დღითი დღე რთულდება. ლარის დევალვაციამ ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, გაძვირდა საკვები პროდუქცია, წამლები და, რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ადამიანები არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 17%-ით გაუფასურდა" - თქვა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (30.09.2020)
ბატი- ფარშევანგს ს ი ლ ა მ ა ზ ე შ ი შეედრება? მამუკა ხაზარაძე უამრავი ოჯახის გამაუბედურებელია--რა დებატები უნდა გაუმართოს მან ივანიშვილს? ბატონმა ბიძინამ ააყვავა ჭორვილელი ოჯახები და საჩხერე! აბასთუმანს რომ ალამაზებს და ხელახლა დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს-ხომ ვიცი! რა სიკეთე და სად გააკეთა ხაზარაძემ? ვალი გადაგვინაწილეო რომ შეეხვეწებოდი 1 იპოთეკით დატვირთული ბინის საფასურად 3 ბინის ფული მიჰქონდა. წ ყ ე უ ლ ი მ ც იყოს ბინებიდან გამომსახლებელი ხორცმეტები და მევახშეები! დებატები არა, მაგრამ გასამართლება კი უნდა მოუწყონ მას --გაჭირვებულების კიდევ უფრო დ ა ჩ ა გ ვ რ ი ს გამო!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×