რეზონანსი
29.09.2020

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მან დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ მხარეს ახალი გარემოებები და მასალები მიაწოდა.

ზალკალიანის თქმით, მასალები უნდა იქნას შესწავლილი.

"ჩვენი მხრიდან, ასევე, მოძიებულია ახალი დამატებითი მასალები კარტოგრაფიული და ასევე, ახალი დოკუმენტები, სხვადასხვა ექსპერტული დასკვნები. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და მე მივაწოდე აზერბაიჯანულ მხარეს ეს ახალი გარემოებები და ახალი მასალები. არ გამოვრიცხავთ, რომ იგივე 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების აუცილებლობა გამოიწვიოს. ეს მასალები უნდა იყოს დამუშავებული, შესწავლილი, ეს არის სამუშაო პროცესი," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად დაედო ერთი თვის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას ეხება. ამავე ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე მიმდინარეობს კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან, მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (29.09.2020)
ვიღაც ქართველი აზერბაიჯანის სასარგებლოდ მუშაობდა ამ კომისიაში. ფეხებით დაკიდეთ და ხორცები აათალეთ მაგ მეძავის მუტლიდან გასროლილს.

eka   (29.09.2020)
ეგ ინფორმაცია ერთი წლის წინაც გქონდათ.გეძინათ?რატომ არ ამოიღეთ ხმა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×