რეზონანსი
30.09.2020

ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში. ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის ის, რომ მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემები თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კითხვას დავით-გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრას. ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.

„რადგან არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რადგან თემა არის მგრძნობიარე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხის მეტი პოლიტიზება არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე. მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ გუშინ თვითონ რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა - სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება. სააკაშვილმა მათ შორის, წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში. არ ვიცი, ამან დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება მართლა რაიმე მძიმე იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. ვნახოთ, პოლიტიზება ამ საკითხის არ არ არის სწორი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ამ საქმის დეტალები", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
mzirali   (01.10.2020)
დაამტკიცეთ> ტუმცა თქვენზე უფრო გაყიდულები ვინღა არის...

PRONELI   (30.09.2020)
chaivlis archevnebi da yvelaferi isev daviwyebas miecema.cxinvalic da kodoric gayidulia da bevri sxvac.jer kidev ltolvilebze shemosul daxmarebas axramuneben gaqceuli misha da misi anasxletebi.am kulula kobaxidzes archevnebis shemdeg movkitxot saidan daabrexva otxmoci milioni mishas agebuli aqvso.tu haerze ar ambobs daamtkicet da damnashaveebi viris abanoshi.es qveynis galatia da samudamo patimroba ekutvnit.

ნათი   (30.09.2020)
გამოძიებაში ორივე მხარე უნდა იქნეს ჩართული.

ძუკუ   (30.09.2020)
მარტო დავით გარეჯი კი არ გაყიდა ცხინვალი გაყიდა ასევე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×