რეზონანსი
30.09.2020

სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის 14 რეგიონის 420-მა სკოლამ მუშაობა შეზღუდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა ემინ ამრულაევმა განაცხადა.

„მტრის აგრესიისა და დასახლებულ პუნქტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სკოლის 9 შენობა და ტერიტორია დაზიანდა. სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოსწავლე მტრის თავდასხმას ემსხვერპლა, ერთი პედაგოგი კი დაჭრილია,"- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×