რეზონანსი
30.09.2020

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო დაკავებულ მამას ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს არაადამიანურად ეპყრობოდა - სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა.

ფ.ა.-ს დაზუსტებული ბრალდება ასე განისაზღვრა - თვითმკვლელობამდე მიყვანა, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Irma   (30.09.2020)
Samudamos girsia ogond dedac unda gasamartldes

ასეა ეს   (30.09.2020)
5-6 წელს მისცემენ, 3 წელიწადში გამოვა და იგივეს გააგრძელებს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×