რეზონანსი
30.09.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ტრანსპორტის სფეროში ევროკომისარ ადინა ვალეანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში.

აღინიშნა ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს შემდეგი ამბიციური სამიზნე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომაა. შეხვედრისას განიხილეს ის შესაძლო ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკური დაკავშირებისა და ამ მიზნის მისაღწევად პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოძებნის კუთხით. ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კონტექსტში გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრიორიტეტია სრულად გამოიყენოს ეკონომიკური და შავი ზღვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების პოტენციალი.

მხარეებმა ასევე ​ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე ისაუბრეს. პოზიტიურად შეფასდა საერთო საავიაციო სფეროს შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების ამოქმედება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის ევროკავშირს სამეზობლოსთან სატრანსპორტო კავშირის დასამყარებლად, რაც რეგიონში წაახალისებს ვაჭრობას და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.

გიორგი გახარიას ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში დღეს სრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×