რეზონანსი
01.10.2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა გალში ე.წ "აფხაზეთის გამარჯვების" დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე აფხაზური დროშა დაწვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული პირი აცხადებს, რომ ქართველებისა და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს და ის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი გალიდან სოხუმში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
mzirali   (01.10.2020)
ნამდვილი პატრიოტი

ვახო   (01.10.2020)
გენაცვალე ვაჟკაცობაში და გულში

გიო   (01.10.2020)
დაილოცოს მისი მარჯვენა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×