რეზონანსი
01.10.2020

„ჩემი სოფელი“: ასე ჰქვია თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარების შესახებ საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში იწყებს.

„სოფლის განვითარება საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია.

ევროკავშირი ამ პოტენციალის განვითარებაში საქართველოს 2013 წლიდან ENPARD-ის პროგრამით ეხმარება.

ეს დახმარება მოიცავს მთავრობის მხარდაჭერას უკეთესი პოლიტიკის შემუშავებისა და სექტორის მოდერნიზაციისთვის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობას რეგიონებში ეკონომიკური უნარ-ჩვევების ამაღლების კუთხით. თუმცა, სოფლის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვაა.

სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, ევროკავშირი საქართველოში, პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს ქვემოდან-ზემოთ მიმართულ, ანუ თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარების პროცესს.

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, (LAG) ადგილობრივ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს აერთიანებენ, რათა მათ ერთად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები საკუთარი სოფლისა თუ თემის გასაძლიერებლად.

ჩვენი დახმარებით ეს ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტი სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ასეთი ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთესს დასაქმების საშუალებას აძლევს და 10 000-ზე მეტი მოსახლის ცხოვრების პირობებს აუმჯობესებს“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

კამპანიის თანახმად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ევროკავშირი წარმოადგენს გაგაცნობთ პროგრამაში ჩართულების წარმატების ისტორიას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან - ადგილობრივი მოსახლეობა განვითარების პერსპექტივას ფართოდ განიხილავს და ეკონომიკურ აღმავლობას არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ მეწარმეობის, ტურიზმის, მომსახურებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივის საშუალებით აღწევს.

„მე მჯერა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების და სოფლის განვითარების თემზე დაფუძნებული მიდგომის სარგებლიანობის. საქართველოში LAG-ები ადგილობრივი მოსახლეობის ნიჭსა და მეწარმეობის უნარს ფართო შესაძლებლობებს აძლევენ.

ადგილობრივი საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასება ადგილობრივებს ყველაზე კარგად შეუძლიათ. ჩვენი მუშაობის უდიდესი მიღწევა სწორედ იმის დანახვაა, თუ როგორი მოტივაციით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან ადგილობრივები საკუთარი თემის განვითარების პროცესში.

მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში და არ დასჭირდეთ უკეთესი საარსებო წყაროსთვის სხვაგან გადასახლება“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
უიმე რა ყ ლ ე ეეები არიაან   (01.10.2020)
დაგიჯვით ოცნებებზე ვისაც კიდე ამათი სჯერა დაგაჯვით ოჯახზე რა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×