რეზონანსი
01.10.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით აქტიური ტესტირება მიმდინარეობს და შემთხვევების გამოვლენაც სწორედ ამას უკავშირდება. სპეციალისტის თქმით, მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ვარაუდობს, რომ რამდენიმე დღეში ინფიცირებულების მაჩვენებელი დაიკლებს, რადგან ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და იზოლაცია ხდება. 

"ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღე გვექნება პიკი და თანდათან შემცირდება," - აღნიშნა ენდელაძემ.

კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია თბილისშიც, რასაც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი სწორედ აქტიური ტესტირებებით ხსნის. ამასთან, მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ დაწესებულ რეგულაციებს დედაქალაქში უფრო მეტად იცავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×