რეზონანსი
01.10.2020

აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყების საკითხში დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე - დავაკვირდებით შემთხვევების რაოდენობის ზრდას და შემდეგ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„I-VI კლასის მოსწავლეს განსაკუთრებით სჭირდება საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ეპიდემიური რისკების შეფასებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. სკოლების მზაობა ზოგადად მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა შეამოწმა ადგილზე 3000-მდე სკოლა და პირველივე შემოწმებისას მათი 99% მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ, ამდენად, ეპიდემიური კონტროლის ხარისხი სკოლებში არის მაღალი. აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყების საკითხში დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე, შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე. მაღალ კალსებში ზოგადად დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, უნდა დავაკვირდეთ მეექვსე კლასამდე სწავლის დაწყების ეფექტი რა გვექნება ეპიდემიური კუთხით. მთლიანად ეს იქნება დამოკიდებული ეპიდემიურ სურათზე", - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღეიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×