რეზონანსი
01.10.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

„შავი ზღვა მართლაც სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. სწორედ ის პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსთან, განსაკუთრებით აქტუალურია შავი ზღვის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტები და ასევე, ერთობლივი ნატო-საქართველოს პაკეტის განახლება, თავისი ფორმით და მასშტაბებით, რაც დღეს დღის წესრიგში დგას," - აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ გახშირდება საქართველოს პორტებში ნატოს ხომალდების შემოსვლა, გახშირდება ასევე წვრთნები და ინფორმაციის გაცვლა ნატოელ პარტნიორებთან, რაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×