რეზონანსი
01.10.2020

დავით გარეჯის კომისიის ყოფილი წევრის ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. კორპუსში მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ილიჩოვა სწორედ მათ კორპუსში ცხოვრობს.

ერთ-ერთი სამართალდამცველის ინფორმაციით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. სამართალდამცველმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. მან ამოღებული ნივთმტკიცებების შესახებ დამატებით ინფორმაციაზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ამოღებულია საქმის მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

ნატალია ილიჩოვა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია. 2011 წელს, ამ უწყების ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცრის სტატუსით იყო კომისიის შემადგენლობაში. "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სწორედ ნატალია ილიჩოვაა ის პირი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×