რეზონანსი
01.10.2020

„მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ. თუ სიცხიანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია", განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები იყვნენ მაქსიმალურად მოტივირებულნი, რომ არ დავუშვათ სკოლებში ინფექციის გავრცელება.

„თუ რომელიმე სკოლაში დაფიქსირდება ინფექცია, ამის გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ და უნდა ვიმოქმედოთ ეპიდემიოლოგების და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით. ეს რეკომენდაციები დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი იქნება ინფიცირებული და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემილოგები და ექიმები სკოლის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში. ასე რომ, სწავლის დაწყება სერიოზული მობილობის ზრდაა, ამას დაემატება უმაღლეს სასწავლებლებსა და უფროს კლასებში სწავლის დაწყება. იქნება საშუალება, რომ აირჩიონ ონლაინ სწავლა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×