რეზონანსი
02.10.2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხელვაჩაურის სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიყვანეს ერთი ავტომობილი და მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ, თუმცა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ სახლში მყოფ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ: 

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. 

შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და  სარდაფებს.  რამდენიმე ადგილას, გზაზე,  ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები, - აცხადებენ საგანგებოში.

მათივე ინფორმაციით, მთელი აჭარის მასშტაბით  სამუშაოებში აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია ჩართული, 60-კაციანი შემადგენლობით.  

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან -  სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

ამ დროისთვის, ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მომხდარია - ნათქვამია საგანგებოს ოფიციალურ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×