რეზონანსი
17.10.2020

„ნაციონალური მოძრაობის" ადგილი მომავლის პოლიტიკაში უნდა დაიკავოს ჯანსაღმა ოპოზიციამ. ჩვენ გვჭირდება უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემა, უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სამეგრელოში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველმა გუნდა შეძლო სახელმწიფოს მართვა არჩევნების გაყალბების, შურისძიებისა და რევანშის გარეშე.

„ნაციონალური მოძრაობის" ადგილი მომავლის პოლიტიკაში უნდა დაიკავოს ჯანსაღმა ოპოზიციამ. ჩვენ გვჭირდება უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემა, უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და არა ისეთი, როგორიც დავინახეთ გუშინ, როდესაც აჭარაში ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ჩვენ შევძელით კორონავირუსის შემთხვევების სტაბილიზაცია, გუშინ კი ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც დეზინფორმაციაზე დგას, კრებს მხარდამჭერებს, ჩაჰყავს მხარდამჭერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, წესების ყოველგვარი დაცვის გარეშე, ეს რას ნიშნავს?", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (17.10.2020)
ნაც. პარტია საერთოდ უნდა გაუქმდეს...ისინი ღირსნი არ არიან კვლავ მთავრობაში მოვიდეს. რა უქნეს გუშინ ბათუმელებს...მარშრუტკებით თავად ჩამოიყვანეს ხალხი, უმეტესობას პირბადე არ ეკეთა,თან როგორ მჭიდროდ იდგნენ,რათა ტელევიზიას გადაეღო აქაო და რამდენი ვართო...ესაა მათი მხრიდან ღალატი საკუთარი ხალხის მიმართ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×