რეზონანსი
17.10.2020

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „იმედის" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის ნაცვლად არხის დახურვის სურვილი გამოთქვა.

ვაშაძის გაღიზიანება გამოიწვია შეკითხვამ იმის შესახებ, თუ რატომ გასხვისდა ეკონომიკური და სტრატეგიული ობიექტები „ნაციონალური მმართველობის" დროს რუსულ კომპანიებზე.

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თავიდან განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც „იმედის" ჟურნალისტმა უთხრა, რომ ის გასხვისებული ობიექტების სიას ჩამოუთვლიდა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მისთვის „იმედი" მოეშორებინათ.

„მომაშორეთ ეს ხალხი. ბატონი გრიგოლი გეუბნებათ, დახურეთ თქვენი ტელევიზია და შეწყვიტეთ ერთი პარტიის პროპაგანდისტული არხობა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
sos!   (17.10.2020)
რა შეშლილი სახის და ჭკუის არაადამიანი ხარ ვაშაძევ. თამაშობ ცუდად,რადგან ყველა ხვდება შენს რუსულ ხრიკებს-თუ კითხვა არ მოგწონს,რადგან ნაცების ღალატს ეხება, მაშინ არ გინდა უპასუხო და ცუდად მოიხსენიებ ტელევიზიას. თქვენ ვერ მოხვალთ მთავრობაში იცოდეთ. რაც ბათუმში გააკეთეთ ეს იყო ღალატი ხალხისადმი. შენ რომ კორონა დაგემართოს ექიმებმა კორონასთან გაგიშვან სამკურნალოდ? უვიცო არაკაცო

გიო   (17.10.2020)
უნამუსო ბაბუაწვერა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×