რეზონანსი
17.10.2020

ყველაზე მთავარია, გამოვასწოროთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სამეგრელოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, რეგიონში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით რეგიონში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება უამრავი პროექტი თუ პროგრამა.

"ყველაზე მთავარია, გამოვასწოროთ არსებული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ და არ ჩამომართვათ ეს ტრაბახში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ამ გამოწვევას უპასუხოს ღირსეულად, გახლავთ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო". მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიზეიმებთ გამარჯვებას, რასაც „ქართული ოცნების" წარმატება და ჩვენი ქვეყნის წარმატება ჰქვია. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×