რეზონანსი
17.10.2020

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მასობრივი მობილიზაციისთვის.

"ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ „ნაციონალები" რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსებით და გუშინდელი აქცია იყო სწორედ გამარჯვებული პარტიის აქცია!.. როცა ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე განაპირობა იმან, რომ როდესაც გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დაამარცხეს კოვიდი და სინამდვილეში ხელი არ გაუნძრევიათ აქტიური ღონისძიებების გასატარებლად. კოვიდით დაინფიცირება, რეგიონში ახალი უპრეცედენტო, რეკორდული ტალღა გამოიწვია უპასუხისმგებლობამ, კორუფციამ, ორმაგმა სტანდარტმა და მუდმივმა ტყუილებმა და ეს ტყუილები გრძელდება! ახლა კოვიდის შეკავება ხდება არა საყოველთაო კარანტინით, რომელიც უკვე დაგვიანებული, არამედ იმით, რომ უნდა ყველა ადამიანი აღვჭურვოთ დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირველ რიგში მედპერსონალი, მოვამზადოთ მედპერსონალი. უნივერსიტეტებში მხოლოდ სელექციურად გავუშვათ სტუდენტები და მივიღოთ ყველა სხვა აუცილებელი ზომა. თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მონაწილეს (ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება) უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით - ამის შესახებ ჩვენ უკვე ვართ ყველა რეგიონალურ ორგანიზაციაში შეთანხმებული. მაგრამ, ივანიშვილს ტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს. ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები. საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას!"-წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
მედეა   (18.10.2020)
მას დღესაც 2003 წელი ჰგონია! გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, ვნახეთ 2008 წელი(მობილიზაცია მაშინ არ გამოგიცხადებია), დავკარგეთ ტერიტორიები, გავღარიბდით, ლტოლვილები გვყავს საკუთარ სამშობლოში---ახლა ემზადები საყოველთაო მობილიზაციისთვის?! გ ვ ა შ ი ნ ე ბ, ღმერთმა დაგსაჯოს!

თამაზი   (17.10.2020)
ჩამო ჩამო,კასტილი უნდა გირტყა ჩამო.

ზურა   (17.10.2020)
შე ბოზო

gio   (17.10.2020)
she chmoro nabozaro .tu vajkaci iyavi aqamde chamosuliyavi da kacurad gasamartlebuliyavi.xalxzs amofarebulo xchmoro.

ელზა   (17.10.2020)
ეს ავადმყოფი და ქვეყნის გამყიდველი! ცხოვრებაში არ წავსულვარ არჩევნებზე, წელს წავალ მხოლოდ იმიტომ, რომ სამუდამოდ გადაშენდეთ მოღალატე ნაცები. ყველა თუ წავალთ და ამ ხროვის ნაცვლად, ნებისმიერ სხვას ავირჩევთ, იქნებ დაგვანებონ თავი და დარჩნენ მათი სექტის ამარა. ხელისუფლებაში მოსვლის კი არა საქართველოში დაკრძალვის უფლება არ უნდა მისცე ამ ერის მოღალატეს!

eka   (17.10.2020)
გარეწარი.

SOS   (17.10.2020)
ბლეფია რასაც ამბობ-გაუფრთხილდეთ ქვეყანას,ხალხს- აბა სადაა მოფრთხილება? ისევ ვერ მოხვალთ...იცოდეთ კარგად


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×