რეზონანსი
17.10.2020

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ხელებს ნუ იშვერენ, ფეხებს ნუ იქნევენ, ფეხებს ნუ აბაკუნებენ, მიხედონ საქმეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიის მართვა მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობაა და მათ ეს ჩააფლავეს. უგულავას განცხადებით, თუკი ადამიანების ჯანმრთელობას მასიურად დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

„კოვიდის მართვა, ეპიდემიის მართვა, თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობამ ჩააფლავა. როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ახლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ გვაქვს, რომ რეალურად ვებრძოლოთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ხელებს ნუ იშვერენ, ფეხებს ნუ იქნევენ, ფეხებს ნუ აბაკუნებენ, მიხედონ საქმეს და თუ ადამიანების მასიურად ჯანმთელობას დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად მათი პასუხისმგებლობა" - განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×