რეზონანსი
18.10.2020

ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

„კოვიდ-19-ის ავადმყოფიდან მეორე ადამიანზე გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდება ერთად საკვების მიღებას! სუფრა იქნება ეს, თუ უბრალოდ ერთად სადილობა. ეს რაოდენობა ჩემი დაკვირვებით ძალიან ბევრად მეტია გადადების სხვა გზებზე.

პრინციპში, საკვირველი არაფერია: ჭამის დროს პირბადე არ გვიკეთია და რაც მთავარია: ერთად სადილობის დროს, ლაპარაკისას, თვალით უხილავი ნაწილაკები ჩვენგან ხვდება მოსაუბრე – თანამეინახის სხეულში (კიდევ კარგი, რომ ძალიან გამადიდებელი ლუპით არ ვსადილობთ, თორემ პირს არ დავაკარებდით საჭმელს, სადაც ბევრი უხილავი ნაწილაკი ეცემა).

ამიტომ უნდა მოგცეთ რეკომენდაცია, რომლის შესრულება ჩემთვისაც ძალიან მძიმეა! ისადილეთ შეძლებისდაგვარად მარტომ ან საკმაო დისტანციის დაცვით (ალბათ 1 მეტრი არ ეყოფა, მეტი უნდა იყოს). ქეიფებს, ჩემდა სამწუხაროდ უნდა მოერიდოთ (ამ ეტაპზე მაინც). სწორედ ჩვეულებრივი ერთობლივი სადილობისასაა ჩვენი დაკვირვებით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად გადადებული კოვიდი”, - წერს დავით გადელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×