რეზონანსი
18.10.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 167 კოვიდ დადებითი პაციენტი, გარდაიცვალა სამი ინფიცირებული.

„გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 88 წლის ქალი, დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი.

გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მეორე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, 60 წლის ქალი. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება „კოვიდ-19“, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები დაავადება ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი ინფიცირებული, 69 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარში კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 630 პაციენტი, 17 არასრულწლივანი, 31 ოსრული, რეანიმაციაში მოთავსებულია – 70 პაციენტი, თავისუფალი საწოლების რაოდენობა 40-ს შეადგენს. კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 984, 77 არასრულწლოვანი. აჭარაში ბინაზე იმყოფება 1400-ზე მეტი პირი, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარაში ვირუსი საერთო ჯამში 5019-მა პაციენტმა დაამარცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×