რეზონანსი
18.10.2020

მას შემდეგ, რაც მოძალადე რეჟიმს, ქართველი ერის მოძულე ძალას ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა - ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.

„ადამიანებს დღეს აღარ ეშინიათ ავად გახდომის, იმიტომ რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს რომ გვერდში დაუდგეს, დაფინანსებები მისცეს. ამ მიმართულებით ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე, რა ვითარება იყო ჯანდაცვის სექტორში. ადამიანს იმისთვის, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, უწევდა შინაური ცხოვრელების გაყიდვა, სახლის დაგირავება და ა.შ. დღეს ადამიანებს და მათ შვილებს აღარ აქვთ სასწავლო მასალების პრობლემა, როგორც ეს იყო წინა წლებში და გვახსოვს ელემენტარულად წიგნების ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ მშობლებს. დღეს, როცა ისინი სკოლაში მიდიან მათ სახელმძღვანელოები ყოველგვარი გადასახადების გარეშე ხვდებათ მერხებზე. გაზრდილია სტუდენტების დაფინანსება, ასევე მუდმივად იზრდება პედაგოგების ხელფასები, თვალში საცემია ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ხელს უწყობს რომ შეიქმნას ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები.

ყველაფერ ამის მიუხედავად არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქვეყნის განვითარება მშვიდობიანად და სტაბილურად, ეს გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. მომდევნო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის განვითარების ეს ტემპები, მშვიდობა და სტაბილურობა. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას“, - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (18.10.2020)
მეტი შენ დედას შევთხარე. ლარი ორმაგად გაუფასურდა, კრიმინალი ორმაგად გაუარესდა. ნარკომანია გაათმაგდა. კორუფცია გაათმაგდა. ერთი შენ8 ბოზი კნეინას ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ. თქვენი დედებს შევთხარე წინ და უკან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×