რეზონანსი
18.10.2020

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი ფეისბუქზე წერს.

„მოგესალმებით მეგობრებო,

ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ.

ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით.

ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.

“ქართული ოცნების” კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით…

თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას!

covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც.“- წერს ხაზარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
giorgi   (18.10.2020)
kaci rom viyo shegaginebdi mevaxshe avazako uaresebi dagemartebat opozicias tqven xart tviton virusi rom gahkivit virusi ar arsebobso

კახელი   (18.10.2020)
ლევან თედიაშვილისა არ იყოს ხაზარაძე რას მიაც-მააცომ შენ რატომ არ იცავდი რეგულაციებს. შენ რომ მოხვიდე მთავრობაში შენმა თავის ხეთქვამ სულ სათითაოდ ადამიანს დაიწყებ დევნას ხსნარებით და დეხობარიერებით რა

გალელი   (18.10.2020)
შენ რატომ დაგემართა? რეგულაციების არდაცვამ იცის ეს! მთავრობას რატომ აბრალებ? თუ შენ იქნები მთავრობაში გგონია გაუმჯობესდება მდგომარეობა? რა გააკეთე არჩევნებამდე ხალხის საკეთილდღეოდ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×