რეზონანსი
18.10.2020

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თი ერ­თმა­ნეთს ახა­ლი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხურ­მა მხა­რემ ზავი და­არ­ღვია და ჯებ­რა­ი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გახ­სნა ცე­ცხლი.

სომ­ხუ­რი მხა­რი კი აცხა­დებს, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი პირ­ვე­ლად აზერ­ბა­ი­ჯან­მა და­არ­ღვია.

17 ოქ­ტომ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სომ­ხეთ­მა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ახალ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს. ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო უწყე­ბებ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცე­ცხლი 18 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თი­დან შე­წყდე­ბო­და, თუმ­ცა პი­რო­ბებს არ­ცერ­თი მხა­რე არ ას­რუ­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოს­კოვ­ში, 10 ოქ­ტომ­ბერს მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და აშშ-ის, საფ­რან­გე­თი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის მო­წო­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნებს წარ­მო­ად­გე­ნენ.

რუ­სე­თის სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა სერ­გეი ლავ­როვ­მა, რომ­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით მხა­რე­ებ­მა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას ერთი კვი­რის წინ მი­აღ­წი­ეს, გუ­შინ სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა უნდა შეს­რულ­დეს.

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. ცე­ცხლის გახ­სნა­ში მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×