რეზონანსი
18.10.2020

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დღეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლიანი მიდგომა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, თუ როგორ გადალახავს საქართველო ამ გამოწვევას, პანდემიას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

“კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები იყოს ეფექტური და იყოს მაქსიმალურად კოორდინირებული. თუ ჩვენ დავიცავთ წესებს, ვატარებთ პირბადეს და დავიცავთ დისტანციას ეს დაეხმარება ჯანდაცვის სისტემას, რომ რესურსები მიმართოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღეს სჭირდებათ სამედიცინო დახმარება”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შექმნილი ეპიდვითარების ფონზე უკიდურესად სამარცხვინო და სრულიად უპასუხისმგებლო იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×