რეზონანსი
18.10.2020

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსით მისი დაინფიცირება ერთ-ერთ შეხვედრაზე მოხდა, სადაც ფოტოს გადასაღებად ნიღაბი მოიხსნა.

ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ წევრები, რომლებსაც მასთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში გადადიან, პარალელურად მიმდინარეობს ტესტირება.

„გუშინ მომცა დაბალი სიცხე. ერთ-ერთ შეხვედრაზე მთხოვეს სურათის გადაღება, მთხოვეს, ნიღაბი მომეხსნა და მოვიხსენი. აღმოჩნდა, რომ იქ დაუდასტურდა ერთ-ერთს, რომელიც მკურნალობს. ჩვენი გუნდის წევრები, ვისაც ჩემთან ჰქონდა შეხება, ახლა გადადიან თვითიზოლაციაში და იკეთებენ ტესტირებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას,  „ლელო საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ამ პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

„თქვენ იცით, რომ ამის გამოცდილება გვაქვს. ჩვენ სამი თვე ჩაკეტილები ვიყავით და იმ დროს შევქმენით უზარმაზარი ინფრასტრუქტურა. იმედია, მალე დავამარცხებთ კოვიდს და მანამდე ვიქნებით ჩართულები ონლაინ რეჟიმში. ძალიან მხნედ ვართ, ძალიან მობილიზებული, რადგან ყველას ერთად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. რაც ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა, რომელიც ჩაკეტეს და არაფერი გააკეთეს ჩაკეტვის შემდეგ მეორე ტალღისთვის რომ მომზადებულიყვნენ, დღეს უბრალოდ სტატისტების როლში არიან. პრაქტიკულად, ხელისუფლება დამარცხდა კოვიდთანაც, ეკონომიკურ პრობლემებთანაც და ერთადერთი საშველი არის 31 ოქტომბერს ამათი გასტუმრება. ყველანაირი წესების დაცვით ჩვენ უნდა მივიდეთ და გავისტუმროთ „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
PRONELI   (18.10.2020)
ese igi,tu shenma partiam gaimarjva korona gaqreba?ox she kvercxo anabrebis qurdo.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×