რეზონანსი
18.10.2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის სოფელ ლატალის მიმდებარედ წიწვოვან ტეყში ხანძარია.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები, - წერს უწყება.

მათივე ინფორმაციით, ასევე, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×