რეზონანსი
18.10.2020

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბოლო ორ დღეში 10 000 ლარით 11 ობიექტი დაჯარიმდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან ნებადართულია პროფესიული სასწავლებლებისა და უნივერსიტეტების ფუნქციონირება. მათ ბაზაში კი 120 ასეთი ორგანიზაციაა, რომელთა მიმართაც უკვე გაიცა დადებითი დასკვნა და ხვალიდან შეუძლიათ რომ განაახლოს სასწავლო პროცესი.

„ძალიან ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ პრაქტიკული სწავლება იქნება მხოლოდ და მხოლოდ განხორციელებული და ონლაინ განაგრძობს სწავლას სხვა მხრივ. სასწავლო პროცესი შეიძლება ითქვას, რომ ნებადართულია, თუმცა უნივერსიტეტების მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდება.

ასევე, იცით, 22 საათიდან შეიზღუდა რესტორნების, ბარების ფუნქციონირება. ჩვენ ვახორციელებთ გეგმიურ მონიტორინგს ასეთი ტიპის ობიექტებზე. ბოლო ორ დღეში გამოვავლინეთ დარღვევის 11 შემთხვევა, რომელთა მიმართ განისაზღვრა და დაეწერათ 10 000 ლარის ოდენობით სანქცია. ჩვენ ვაგრძელებთ გეგმიურ მონიტორინგს. დარღვევის შემთხვევაში მოხდება თითოეული ობიექტის დაჯარიმება, განმეორების შემთხვევაში კი არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ფერაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ქალაქ ქუთაისში უშუალოდ პირადად გავეცანი სკოლებში არსებულ სასწავლო პროცესს და ამ ეტაპზე იქ არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×