რეზონანსი
18.10.2020

ოფიციალური ბაქო და ერევანი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების გაცვლასთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.

სომხეთში ფიქრობენ, რომ წითელი ჯვრის შუამავლობით ბრძოლის ველიდან სამხედროების გაყვანა აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ აწყობს, რადგან ალიევი მრავალრიცხოვან დანაკარგზე პასუხისმგებლობას გაურბის.

ბაქო კი საბრძოლო მოქმედებებში მორიგ წარმატებას აღნიშნავს, ილჰამ ალიევმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონფლიქტის ზონაში სტრატეგიულ ობიექტზე, ​ხუდაფერინის უძველეს ხიდზე დროშა აღმართეს.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას დღეს თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. რეჯებ ტაიფ ერდოღანი თვლის, რომ მინსკის ჯგუფი მხარს უჭერს სომხეთს და მათ იარაღით ამარაგებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×